მარტიალ ნიკოლას მ. სმეტი
მარტიალ ნიკოლას მ. სმეტი არის ფილოსოფიის ბაკალავრი (ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი), მეცნიერების მაგისტრი (ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი), ფიზიკური ანთროპოლოგიის მაგისტრი (მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი), ფინანსური მენეჯმენტის კურსდამთავრებული (IBFFP ბრიუსელი), ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (ნიუ-იორკის უნივერსიტეტი პრაღაში), იურიდიული მეცნიერებების მაგისტრი (გრინვიჩის უნივერსიტეტი), დოქტორანტი (მექსიკის ავტონომიური ეროვნული უნივერსიტეტი).
საბანკო სფეროში 30 წელზე მეტი გამოცდილება, საიდანაც 25 წელზე მეტი მარეგულირებელ და შესაბამისობის სფეროში. აქვს გამოცდილება საცალო, კერძო, კომერციულ, კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო სფეროში ევროპაში, აშშ-ში, ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ლათინურ ამერიკაში. 2015-2019 წლებში იყო UniCredit Group-ის ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ხელმძღვანელი და MLRO, ხოლო მანამდე Citigroup-სა და General Electric-ის სხვადასხვა რეგიონული და გლობალური ერთეულების მთავარი შესაბამისობის ოფიცერი. აგრეთვე აქვს რამდენიმე წლიანი გამოცდილება კონსალტინგში, რომლის ფარგლებშიც უწევდა კონსულტაციას მსხვილ ევროპულ ბანკებს ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის საკითხებში. ამჟამად დანიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალურ ექსპერტად და მრჩევლად საერთაშორისო სტანდარტების საკითხებში.